5 ბოსტნეული, რომელიც ზაფხულში ვიტამინების საუკეთესო წყაროა
5 ბოსტნეული, რომელიც ზაფხულში ვიტამინების საუკეთესო წყაროა
27.06.2022

საიდუმლო არ არის, რომ ბოსტნეული, რომელიც სავსეა ბოჭკოებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში. მაშინ როცა ჰაერის ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს აღწევს ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგიას ვხარჯავთ, ენერგიის მარაგის შესავსებად კი ჯანსაღი ბოსტნეული ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა.


მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ყველა ბოსტნეული სასარგებლოა, ზოგიერთი მათგანი ზაფხულის სეზონზე გამოირჩევა განსაკუთრებული კვებითი ღირებულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში ძირითადად ადამიანის უმეტესობას კონკრეტული ვიტამინების ნაკლებობა აქვთ საჭიროა ამ დანაკლისის შევსება კონკრეტული პროდუქტების მირთმევის ხარჯზე.


ბროკოლი


უკვე სიახლე არავისთვის აღარაა, თუმცა კონკრეტულად რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას ბევრისთვის ამ დრომდე უცნობია თუ კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს ამ პროდუქტს. ბროკოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა მისი საკვები ნივთიერებების შემცველობაა. ის დატვირთულია ვიტამინების, მინერალების, ბოჭკოების და სხვა ბიოაქტიური ნაერთების ფართო სპექტრით. ამავდროულად ბროკოლის ანტიოქსიდანტების შემცველობა არის მისი ერთ-ერთი მთავარი სიკეთე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ ჯადოსნურ ბოსტნეულს აქვს გლუკორაფანინის საოცრად მაღალი დონე, რომელიც გარდაიქმნება ძლიერ ანტიოქსიდანტად, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კუჭ-ნაწლავის სწორად ფუნქციონირებას. ბროკოლი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს ლუტეინსა და ზეაქსანტინს , რომლებიც ხელს უშლიან სტრესს და კანის უჯრედების დაზიანებას.





ყაბაყი


ყაბაყი მდიდარია მრავალი ნუტრიენტებით, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში დაკარგული ნივთიერებების მარაგის შევსებაში დაგვეხმარება. 200 გრამი მოხარშული ყაბაყი შეიცავს დღიური რაციონის საჭირო რაოდენობის მინერალებს, მაგალითად ვიტამინი A-ს ყოველდღიური მოხმარების 40% სწორედ ამ მცირე რაოდენობის ყაბაყშია კონცენტრირებული, ამავდროულად მაგნიუმის დღიური ნორმის 16%, C ვიტამინის 14% და მაგნიუმის 13% ამავე რაოდენობის მოხარშულ ყაბაყში იყრის თავს.

აუცილებლად აღსანიშნი ფაქტია, რომ ყაბაყი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, იქიდან გამომდინარე, რომ ყაბაყი ასევე მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს მაღალი წნევის შემცირებას სისხლძარღვების გაფართოებით.






კომბოსტო


კომბოსტო მისი კვებითი ღირებულებით ერთ-ერთი მოწინავე ბოსტნეულია, რომლის ნუტრიენტული შემადგენლობა ალბათ ყველაზე შთამბეჭდავია. კომბოსტო საუკეთესო C ვიტამინის წყაროა, რომელიც ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან ვიტამინს წარმოადგენს მაგალითად, ის საჭიროა კოლაგენის, ორგანიზმში ყველაზე უხვი პროტეინის შესაქმნელად. კოლაგენი აძლევს სტრუქტურას და მოქნილობას კანს, მნიშვნელოვანია ძვლების, კუნთების და სისხლძარღვების სწორი ფუნქციონირებისთვის. რაც მთავარია ზაფხულში კომბოსტოს მეშვეობით შესაძლებელია ცოცხალი და ჯანსაღ სალათებისა და კერძების მომზადება, მარტივად დამყოლი სტრუქტურისა ზაფხულის კერძებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია.





ბულგარული წიწაკა


ბულგარული წიწაკის ასე ცალკე პროდუქტად მომზადება და მირთმევა შედარებით მოუხერხებელია, მაგრამ კერძებში მას საოცარი გემოს შემოტანა შეუძლია. გარდა საოცარი გემოვნური თვისებებისა ბულგარული წიწაკის კვებითი ღირებულება საკმაოდ მაღალია. ტკბილი წიწაკის დიდი უპირატესობა ბევრ სხვა მცენარეულ საკვებთან შედარებით არის მისი დაბალი კალორიული შემცველობა. ასი გრამი უმი ბოსტნეული შეიცავს არაუმეტეს 30 კილოკალორიას. იგი შედგება შემდეგი ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტებისაგან:


• ცილები - 1,3%;

• ნახშირწყლები - 4,9%;

• ცხიმები - 0,1%;

• ბოჭკოვანი - 1,7%;

• წყალი - 92,0%.


ასევე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ტკბილ ბულგარულ წიწაკაში ერთიანდებიან ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინები როგორებიცაა კალციუმი და ფოსფორი. ფოსფორი კი აუცილებელია ძვლების სიმტკიცის შესანარჩუნებლად და უჯრედული ენერგეტიკული რესურსის დასაცავად.





ფხალეული


ფხალეული A ვიტამინით, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტური ღირებულებისაა. მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თვალის ლორწოვანი გარსის და კანის გამოშრობას წინ აღუდგეს, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია. ფხალეული შეიცავს A ვიტამინს ყველაზე მეტ შემცველობას მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს შორის. A ვიტამინს შეიცავს ისეთი პროდუქტები როგორებიცაა:


ამარანტი იგივე ჯიჯლაყა

დანდური

ჭარხლის ფოთლები


ბევრისთვის შეიძლება გასაკვირიც იყო, მაგრამ მცენარეები, რომლებიც ფხლისათვის დასამზადებლად გამოიყენება ომეგა 3-ს გარკვეული რაოდენობით შეიცავენ, რაც ამ პროდუქტებს შესაძლებელია სხვა ბოსტნეულისგან მნიშვნელოვნად გამოარჩევდეს.





მომდევნო ბლოგი