რაოდენობა ( 1 ქილა ):
შორენა ფოცხვერაშვილი
კახეთი, საგარეჯო
ქალბატონი შორენა თბილი და შრომისმოყვარე ადამიანია, მისი მომზადებული მურაბები კი სითბოთი და სიტკბოთია სავსე.
დიასახლისი მურაბას ტრადიციული მეთოდით ამზადებს: შაქრის სიროფში მონანავეჯანსაღ კაკალს რამდენიმე საათის განმავლობაში ხარშავს.
მაშინ, როდესაც სითხე სასურველ კონსისტენციას და ფერს მიიღებს ქალბატონი შორენა ქურას გამორთავს, მურაბას გააციებს და ქილებში ასხამს.
მიუხედავად ჩაის ფერის არსებობისა, საქართველოში ადამიანებს, ჩაის გაფერადება სახლში მომზადებული მურაბებით ურჩევნიათ. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს მათში აღძრავს ემოციას, სითბოს, მოგონებას, რომელიც უკავშირდება ბავშვობას, ტკბილ სახლსა და ზამთარს.
კაკლის მურაბის საშუალებით, ადამიანებს შეუძლიათ მოამზადონ: ნამცხვრები მარმალადები, ორცხობილები და სხვა ნაირ-ნაირი ტკბილეულობები.

