რაოდენობა ( 0.5 ლიტრი ):
ლიანა დევდარიანი
კახეთი, საგარეჯო
არომატული კახური ზეთი მზესუმზირისგან მზადდება. ფერმერი მეცნარეს, საგარეჯოს მინდვრებში თესავს. მას დამწიფებაში, კახეთის მწველი მზე ეხმარება. მაშინ, როდესაც დრო მოდის, ფერმერი მოსავალს იღებს, მზესუმზირებს რამდენიმე დღე ჰაერზე აშრობს და შემდეგ მის მოხალვას იწყებს. მოხლვას, დაწნეხვის მეთოდით ზეთის გამოხდა მოსდევს. ბოლოს კი ფერმერი ყვითელ ბლანტ სითხეს, ფოლადის ჭურჭელში აყოვნებს, რათა კარგად დაიწმენდოს და გასუფთავდეს.
ეს რიტუალი წინამძღვარია იმ დაუვიწყარი გემოსი და არომატისა, რომელიც ჯერ არნახულ სამყაროში გამოგზაურებთ.
კახურ ზეთს უმეტესად სალათებში გამოყენებენ ხოლმე, რადგან მისი გემო ცოცხალ ბოსტნეულს, უფრო არომატულს, სასიამოვნოსა და გემრიელს ხდის.
კახური ზეთი მდიდარია A, B, D და E ვიტამინებით, ეს უკანასკნელი ამცირებს კანის დაავადებების რისკს. ის ასევე სავსეა F ჯგუფის ცხიმოვანი მჟავებით, მინერალებით (მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, იოდი და თუთია) რაც ამცირებს რახიტული დაავდებების რისკს ბავშვებში და აუმჯობესებს ტვინის სისხლით მომარაგებას.