რაოდენობა ( 0.5 კგ ):
რუსიკო მარგიანი
ქვემო ქართლი, მარნეული, წერაქვი
ქალბატონი რუსიკო დარჩეულ ნიორსა და წიწაკას ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს, შემდეგ არომტაულ გიცრულს, რომელიც მხოლოდ სვანეთში იზრდება მარილს, ყვითელ ყვავილს, ხმელ ქინძსა და დაფქულ სუნელს ეთმანეთში ურევს და სვანური მარილიც მზადაა. ამ რიტუალითა და არომატებით, ჩვენი დიასახლისი ხალხს სვანეთის მთებში ამოგზაურებს.
სვანური მარილის სურნელი ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ წარმოიდგინოს კლდის ვეფხვი, რომელიც სადაცაა დალაშქრავს შხარას.. სვანური მარილის სურნელება, შეუძლებელს შესაძლებლად ხდის. სწორედ ამიტომაა ის ასეთი გამორჩეული.
ქალბატონი რუსიკოს სვანური მარილი გამოირჩევა იმით, რომ შეიცავს სვანეთიდან სპეციალურად ჩამოტანილ ყველა იმ ინგრედიენტს, რაც ავთენტურ სხვანურ მარილს უნდა ჰქონდეს. არ შეიცავს საღებავებს და მავნე მინარევებს. ასეთ ნაწარმს თბილისში იშვიათად თუ გადააწყდებით. გამოირჩევა გემოვნური თვისებით, ფერითა და სურნელით.
ეს საოცარი სანელებელი ძალიან უხდება: მოხარშულ და შემწვარ კარტოფილს, ასევე დაბრაწულ ქათმის ხორცსა და ბოსტნეულის სალათს.

