რაოდენობა ( 1 კგ ):
ხათუნა ბოლქვაძე
ქვემო ქართლი, მარნეული
სულგუნი- ქართული ყველის “მეფეა”, რომელიც მზადდება ახლად ამოყვანილი, ჭყინტი უმარილო ყველისგან. ფერმერი ჭყინტი ყველის ამოსაყვანად თავისი ძროხის რძეს იყენებს. აქედან გამომდინარე, ყველი არის ნატურალური, ყოველგვარი მინარევებისა, თუ რძის ფხვნილის გარეშე.
ქალბატონი ხათუნა სულგუნს კლასიკური მეთოდით ამზადებს: ცხელ რძეში ჭყინტი ყველის ნაჭრებს ყრის და ხის კოვზით მის მორევას იწყებს. მაშინ, როდესაც ყველი ბოლომდე დარბილდება და გაწელვას დაიწყებს, მასა ჭურჭელში გადმოაქვს, მრგვალ ფორმას აძლევს, მარილს აყრის და სულგუნიც მზად არის..
სულგუნი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას, ამინომჟავებს, კალციუმს. აგრეთვე A, D, E და B ჯგუფის ვიტამინებს. ის სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოხუცებისთვისა და მოზარდებისთვის.
სულგუნის გარეშე წარმოუდგენელია: მჭადი, შოთი, ხაჭაპური, კიტრი-პომიდვრის სალათი, ღომი, ელარჯი და კიდევ უამარავი ქართული კერძი.
100 გრამი სულგუნი შეიცავს 260 კკალ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
პროდუქტის წონა შეადგენს 1-კგ.
წონის ცდომილება შეიძლება იყოს დაახლოებით -/ +50 გრამი.
მითითებული ფასი აღნიშნავს მთლიანი წონის ღირებულებას.