რაოდენობა ( 1 კგ ):
მარნეული სოკო
ქვემო ქართლი, მარნეული
რას გულისხმობს I ხარისხი?
ეს ცალსახად აღნიშნავს სოკოს ზომას. ის არანაირ კავშირში არ არის მის გემოვნურ თვისებებთან ან შემადგენლობასთან.
I ხარისხის სოკო არის იმაზე დიდი ზომის, ვიდრე II.
ქამა სოკო დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა.
რაუფი მას მარნეულში, სამეწარმეო წესით აწარმოებს.
თავდაპირველად, ის ჰოლანდიიდან ყიდულობს უმაღლესი ხარისხის თესლს. შემდეგ მას სპეციალურ ნიადაგზე თესავს, რომელიც შედგება გადამუშავებული და მოხარშული ნამჯისა(ქერის თავთავის ღერო) და მინარალებით სავსე მიწისგან. დათესვის შემდეგ, იწყება სოკოზე მუდმივი ზრუნვა, რაც გულისხმობს მის სისტემურ მორწყვას, საწარმოს ტენიანობის დაცვას და განათების მუდმივ კონტროლს. რაუფი და მისი თანამშრომლები ქამა სოკოს ბუნებრივ გარემოს უქმნიან. ისინი ტემპერატურას, ტენიანობას, შუქს მუდმივად აკონტროლებენ.
სწორედ ასეთ დეტალებზე ორიენტირებულობამ და ხარისხის დონის დაცვამ გამოიწვია, რომ რაუფის საწარმოს ქამა სოკო დღესდღეობით საქართველოში არის საუკეთესო.
სოკო ძალზედ იშვიათი და უცნაური ინგრედიენტია. ის არც მცენარეული და არც ცხოველური პროდუქტია. სოკო უბრალოდ სოკოა და ის ამ ერთმარცვლიანი სიტყვით, ადამიანების გონებაში, აღლაღებს კეცზე აშუშხუნებულ სულგუნისა და სოკოს არომატს.
სოკო ქართულ სამზარეულოში განსაკუთრებულად უყვართ. რა ჯობს ხახვში გულიანად მოთუშულ სოკოს ან სოკოს კრემ სუპს, პელმენს, ღვეზელს ან მარხვის ჟამს სოკოს გულსართით საყვარელი ხინკლის ჭამას?! მისი საშუალებით შეგიძლიათ მოამზადოთ მადისაღმძვრელი მარინადები და მწნილები.
ქამა სოკოს შემადგენლობის 92% წყალია, დანარჩენი კი -
ძალზე ფასეული საკვები ნივთიერებები, მათ შორის - PP, E, D ვიტამინები, რკინა, ფოსფორი, კალიუმი და თუთია, ხოლო B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით ის ბოსტნეულსაც კი ჯაბნის. გარდა ამისა, ქამა სოკო მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით (32%), ამინომჟავებით. ქამა სოკოს რეგულარული ჭამა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს. ქამა სოკოს შემადგენლობაში შემავალი ლიზინი და არგინინი აუმჯობესებს გონებრივი შრომის უნარსა და მეხსიერებას. რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს, პანტოთენის მჟავა კი - დაღლილობას.
100 გრამი ქამა სოკო შეიცავს 22 კკალ.