რაოდენობა ( 1 კგ ):
ეკატერინე ბუსხრიკიძე
ქვემო ქართლი, გარდაბანი, გამარჯვება
კალმახა სოკო ქალბატონ ეკატერინეს ქვემო ქართლში, სოფელ გამარჯვებაში, სამეწარმეო წესით მოჰყავს.
ფერმერი თავდაპირველად მოამზადებს ბამბას. ბაქტერიებისა და ობის გასანადგურებლად ჩაუტარებს სტერილიზაციას.
ამის შემდეგ კი დიდ ტომრებში ბამბის ჩაწყობას იწყებს, რომელზეც კალმახა სოკოს თესლი, მიცელიუმია დათესილი.
პაკეტის ავსებას მოჰყვება მისი შეკვრა და დანით დასერვა. ეკატერინა გამზადებული პაკეტებს, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილას დებს და დასარგავ მასალას, მაღალი ტენიანობის ჰაერზე ახარებს. სოკო ძალზედ იშვიათი და უცნაური ინგრედიენტია. ის არც მცენარეული და არც ცხოველური პროდუქტია. სოკო უბრალოდ სოკოა და ის ამ ერთმარცვლიანი სიტყვით ადამიანების გონებაში აღლაღებს კეცზე აშუშხუნებულ სულგუნისა და სოკოს არომატს.
სოკო ქართულ სამზარეულოში განსაკუთრებულად უყვართ. რა ჯობს ხახვში გულიანად მოთუშულ სოკოს ან სოკოს კრემ სუპს, პელმენს, ღვეზელს ან მარხვის ჟამს სოკოს გულსართით საყვარელი ხინკლის ჭამას?! მისი საშუალებით შეგიძლიათ მოამზადოთ მადისაღმძვრელი მარინადები და მწნილები.
სოკო შეიცავს ძალიან ბევრ ცილას. საკმარისია ცოტა რაოდენობით მიირთვათ და შიმშილის გრძნობა მყისვე გაქრება. სოკო ნავსაყუდელია A და B ჯგუფის ვიტამინებისა. ის შეიცავს: სპილენძს, იოდს, თუთიას, ფოსფორს, კალიუმს და სხვა ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროელემენტებს.
სოკოს მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და ებრძვის ვირუსულ ინფექციებს.