რაოდენობა ( 1 კგ ):
თამარ გიგუაშვილი
შიდა ქართლი, გორი, ტყვიავი
ჯელის ჯიშის არაგენმოდიფიცირებული კარტოფილი შიდა ქართლში, სოფელ ტყვიავში არის მოყვანილი. მისი მოყვანის წესი განსაკუთრებულია, რადგან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. კარტოფილი მოყვანილია სრულიად ბუნებრივ პირობებში და მოყვანის არც ერთ ეტაპზე არ არის გამოყენებული არც ერთი სახეობის შხამ - ქიმიკატები და სასუქები. ხოლო კარტოფილის ხოჭო, რომელიც ხშირად ესხმის თავს კატროფილის მიწისზედა ღეროებს და ფოთლებს - ხელით, სათითაოდა არის მოშორებული. ქართული მიწის, სუფთა, ნოყიერ ნაყოფს ლაბორატორიული შემოწმებაც გავლილი აქვს, რომელიც ადასტურებს კარტოფილის ორგანულ წარმოშობას. შემოწმების დოკუმენტის თანახმად, იგი არის არაგენმოდიფიცირებული, ორგანული კარტოფილი.
კარტოფილი ნებისმიერი ტიპის ხორცისთვისა და თევზისთვის იდეალური გარნირია. ამას გარდა, ის მთავარი ინგრედიეტი შეიძლება იყოს: შინ გამომცხვარ ღვეზელში, არომატულ წვნიანში, და სხვადასხვა გემრიელ კერძებში, რომელსაც კარტოფილის მეშვეობით ამზადებენ.
კარტოფილი დიდი რაოდენობით შიეცავს: რკინას , კალციუმს , მაგნიუმს ფოსფორს . ისინი ეხმარებიან ორგანიზმს და ძვლებს ჯანმრთელი სტრუქტურისა და სიძლიერის შენარჩუნებაში.
100 გრამი კარტოფილი შეიცავს 77 კალორიას.