402
ID: 0400493742WZ8
5.0
კარტოფილი (1 კგ)
1.55

რაოდენობა ( 1 კგ ):

1
მარაგშია: 10 კგ
ქვემო ქართლი, ბოლნისი
რაგიბ ალიევი
რაგიბ ალიევი

რაგიბ ალიევი

ქვემო ქართლი, ბოლნისი

პროდუქტის შესახებ
აღწერა:

წალკა-ახალქალქის ჯიშის კარტოფილი ქვემო ქართლის მიწაზე, სოფელ ნახიდურში იზრდება. მისი მოყვანა-მოვლის წესი სტარდატული და რაც ყველაზე მთავარია, კარტოფილი არის ყოველგვარი პესტიციდების გარეშე.

შეიძლება კარტოფილის დარგვა და გაშენება თეორიულად მარტივია, მაგრამ რეალურად, ეს მცენარე დიდ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. კარტოფილი მიწაში იზრდება, შესაბამისად, აუცილებელია მისი სისტემური მორწყვა, გამარგვლა და მავნებლებისგან დაცვა. ამას გარდა, არც მოსავლის აღებაა მარტივი, რადგან კარტოფილი მიწიდან სათითაოდ, ბოლქვის დაზიანების გარეშე უნდა ამოიღო.

ბატონ რაგიბს ამ კულტურის მოყვანის მდიდარი გამოცდილება აქვს. ის თავის კარტოფილს ისე სათუთად ეპყრობა და შესანახადაც ისეთ ალაგს უჩენს, რომ პროდუქტს შეუნარჩუნდეს როგორც საკვები ღირებულება, ასევე პირველადი ვიზუალიც.

პროდუქტის დეტალები:

კარტოფილი ნებისმიერი ტიპის ხორცისთვისა და თევზისთვის იდეალური გარნირია. ამას გარდა, ის მთავარი ინგრედიეტი შეიძლება იყოს: შინ გამომცხვარ ღვეზელში, არომატულ წვნიანში, და სხვადასხვა გემრიელ კერძებში, რომელსაც კარტოფილის მეშვეობით ამზადებენ.

კარტოფილი დიდი რაოდენობით შიეცავს: რკინას , კალციუმს , მაგნიუმს ფოსფორს . ისინი ეხმარებიან ორგანიზმს და ძვლებს ჯანმრთელი სტრუქტურისა და სიძლიერის შენარჩუნებაში.


100 გრამი კარტოფილი შეიცავს 77 კალორიას.

შეფასებები
სალი ქერქაძე
ისეთი კარტოფილია, სხვაგან არც კი ვიყიდი <3 მადლობა
Giorgi Gvazava
Giorgi Gvazava