ანუშა საქართველოზე შეყვარებული გოგოა. ის ირანიდან 2016 წელს ჩამოვიდა და მისი მცირე ჩაის ბიზნესი აქ განავითარა. ანუშა საქართველოს მთებითა და აქაური ატმოსფეროთია მოხიბლული. მისთვის ლაშქრობა მხოლოდ ფიზიკური აქტივობას ან თვალისთვის “წყლის დალევას” არ ნიშნავს. ანუშასთვის ეს პროფესიული თავგადასავალია. ის ლაშქრობის დროს პოულობს უამრავ ენდემურ მცენარეს, შემდეგ სახლში მიაქვს, აშრობს და იმ ჩაის უმატებს, რომელსაც ადგილობრივი გორელი ფერმერები აწარმოებენ.
როგორც ანუშა ამბობს, “ ჩაი მისი ნაწილია”. ჩაის სიყვარული მასში მაშინ ჩაისახა, როდესაც ჯერ კიდევ პატარა გოგო იყო. მის ოჯახში ჩაის ძალიან დიდი კულტურა არსებობდა. ანუშასთან იკრიბებოდნენ მეგობრები, ახლობლები, მიირთმევდნენ ნატურალურ ჩაის, საუბრობდენენ, ყოველდღური პრობლემებისგან ცოტახნით თავისუფლდებოდნენ და ახალი ენერგიით ივსებოდნენ.
ყოველ გაზაფხულზე ფორთოხლის ხეები ყვაოდა; ტკბილი, თავბრუდამხვევი სურნელი ავსებდა ჰაერს და ანუშა დებთან ერთად ყვავილებს აგროვებდა, რათა დედას ფორთოხლის სურნელოვანი წყალი და მურაბა გაეკეთებინა; ანუშა ამ ძვირფას სითხეს შავ ჩაიშიც იმატებდა ხოლმე... სწორედ აქედან დაიწყო მისი ექსპერიმენტები და მოგზაურობა ამ საოცარ სამყაროში.
ანუშას ჩაი ძალიან უყვარდა, მაგრამ მისი მაძიებელი ბუნებისთვის სიყვარული არ იყო საკმარისი. მას კიდევ რაღაც სხვა უნდოდა.
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ანუშა ირანში, თოჭალის მთაზე სალაშქროდ იყო წასული. ის აქ სხვა მოლაშქრეებსაც წააწყდა, რომლებიც სხვადასხვა მცენარეებს კრეფდნენ. მათ აუხსნეს, რომ ეს იყო ბალახი Stachys lavandulifolia (ანუ ვარდისფერი ბამბის, ბატკნის ყური), რომელსაც უწოდეს "ჩაი კოჰი" ანუ, ინგლისურად "მთის ჩაი". იმ დღეს მან აღმოაჩინა სწორედ ის "მეტი", რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა. ის მიხვდა, რომ დედამიწას მისთვის შეეძლო მიეცა ისეთი გემრიელი და სამკურნალო ბალახები, რომლითაც შეძლებდა საოცარი ჩაის დამზადებას. ანუშამ მიზნად დაისახა შეესწავლა ისეთი მცენარეები და მათ სამკურნალო თვისებებს, რომლითაც სამომავლოდ გამოიყენებდა.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ის ეძებდა ყვავილებს, მცენარეებს, აგემოვნებდა მათ ცალკეულ სახეობებს და ყველა ნარევს, რათა გაეგო მისი რაობა, ხარისხი და ემოცია.
ანუშამ ჩიას შესახებ ძალიან ბევრი რამ წაიკითხა. ის ექსპერტებსაც ესაუბრა; ამ საქმის დაწყების დროს კი თანამშრომლობდა ჩაისა და ბალახის მწარმოებლებთან.
ანუშა ჩაი მისი დროისა და ძალისხმევის შედეგია.
ანუშას ჩაი ასოცირდება: ჯანმრთელობასთან, ბედნიერებასთან, კეთილდღეობასთან, სიყვარულთან და ვნებასთან...
ჩაი შედგება ისეთი იშვიათი მთის მცენარეებისგან როგორიცაა: ბეგქონდარა ველური პიტნა, გვირილა, ვარკაჭაჭა, ბაბუაწვერა, ლაშქარა, ასკილი. ამ ყოვეილევს თავად ფერმერი თბილისის, გუდაურისა და ხვესურეთის გარშემო ეძებს, და სათითაოდ, საკუთარი ხელით კრეფს.
ამის შემდეგ, ანუშა მცენარეებს აშრობს, აბლენდერებს და ნატურალურ შავ და მწვანე ჩაის უმატებს, რომელსაც უკვე ადგილობრივი გორელი ფერემერებისგან იძენს. ხოლო იმ მცენარეებს, რომელსაც აქ ვერ ჰპოვებს ირანსა (ვარდის ფურცელი, ფორთოხლის მწარე ყვავილი, კიტრისუნამ ზაფრანა, ლიმონის ბალზამი) და სომხეთში პოულობს(ზიზიფორა-ურცი).
ჩაის ასეთი ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობა, დადებითად მოქმედებს ადამაინის ორგანიზმზე. ჩაი არ შეიცავს ანარაირ ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს.
ანუშას ბიოლოგიურად სუფთა ჩაი შეგმატებთ წლებს, გაგილამაზებთ რუტინულ დღეებს და დაგაყენებთ კარგ განწყობაზე.
ანუშა უბრალოდ ჩაი არ არის, ეს ცხოვრების წესია!
იგი იმდენად დარწმუნებულია ამ სპეციალური ჩაის ნაზავების ხარისხსა და გემოში, რომ კომპანიის საკუთარი სახელი, ანუშა დაარქვა , რაც სპარსულად ნიშნავს მარადიულს, უკვდავს და ასევე ნიშნავს ტკბილს, სიხარულსა და ბედნიერებას.
ის ყველაფერს აერთიანებს და ამბობს, რომ ანუშას ჩაი სამუდამო ჯანმრთელობას, ტკბილ ცხოვრებასა და სიხარულის გრძნობას მოგიტანთ.