თამთა ჭეშურაშვილი
4.7
კახეთი, საგარეჯო
კატეგორიები
ფილტრი
ფასით გაფილტვრა1 ₾ - 500 ₾
1 ₾500 ₾
ხარისხით გაფილტვრა
სორტირება
ფერმერის შესახებ
ამ სახელისა და გვარის უკან, 27 წლის ახლაგაზრდა ფერმერი ქალი დგას. თამთა წლებია რაც ვენახს უვლის, ამასთანავე, ამზადებს ჩურჩხელას, ტყლაპს და მოჰყავს გოგრაც, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მარტო არ აკეთებს. გვერდს მიეუღლე და მეუღლის მშობლები უმაგრებენ. თითოეული პროდუქტის დამზადებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ თამთა და მისი ოჯახი შრომისმოყვარე ხალხია და ერთად ყველაფერს უმკლავდებიან.
დიდი ოჯახის მთავარ ღირსებას ისიც წარმოადგენს, რომ ზაფხულობით, როდესაც გვალვით დასიცხული ტურისტები, მათი სახლის ჭიშკართან დასხდებიან, ცივი წყლის ნაცვლად, მანავის ღვინით უმასპინძლდებიან, პური და ყველით, მწვადითა და ხინკლით იცვლება და იწყება კახური სტუმარ-მასპინძლობის სიმფონიაც, რომელიც სიყვარულით, სითბოთი და ურთიერთ პატივისცემითაა სავსე.