4 ქართული ხილი, რომელიც გაზაფხულზე ვიტამინებით გვამარაგებს
4 ქართული ხილი, რომელიც გაზაფხულზე ვიტამინებით გვამარაგებს
27.04.2022

არაერთ საისტორიო და კვლევით წყაროში გვხვდება ინფორმაცია საქართველოს მიწების ნაყოფიერების შესახებ. ‘’ საქართველოში ჰავა ჯანსაღი და მშრალია. მორწყული მიწები უხვად იძლევა სხვადასხვა სახის მარცვლეულის, მწვანილისა და ხილის მოსავალს. საქართველო ნაყოფიერი ქვეყანაა... დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, წლის არც ერთ დროს არ შეიძლება აქაურზე უკეთესად ჭამოს და სვას ადამიანმა.’’ წერდა ევროპელი მისიონერი ჟან შარდენი მე-17 საუკუნეში.


გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, იწყება ახალი სასიცოცხლო ციკლი და ჩვენს ორგანიზმსაც საზაფხულოდ მინერალებითა და ვიტამინებით მომარაგება სჭირდება. ამის საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღი გზა, ცოცხალი ხილის მიღებაა. ამ ბლოგში დავახასიათებთ იმ 4 ხილს, რომელთა მიღებაც აუცილებელია გაზაფხულის პერიოდში.


აღიარებული ფაქტია, რომ ზოგიერთი ხილი საქართველოდან შემდეგში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მაგალითად, კოლხეთის ქალაქ კერასუნტიდან რომაელებმა პირველად შეიტანეს ევროპაში ბალი, რომლის სახელი ევროპულ ენებში კერასუნტის სახელთანაა დაკავშირებული. პირველი ხილი,რომელსაც განვიხილავთ, სწორედ ბალია.



ბალი


ბალი შემადგენლობით ალუბლის მსგავსია, ის შეიცავს ისეთ მჟავებს როგორიცაა, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია, მანგანუმი და სხვ. ასევე B1,B3,PP და C ვიტამინებს. ივანე ჯავახიშვილი ბალის ქართულ ჯიშებად ასახელებს: გოგრა ბალს, ადრეულა ბალს, შავი ბალს და გვიანა ბალს. ბალი უხსოვარი დროიდან მოჰყავთ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც. მიჩნეულია, რომ საუკეთესო მოსავალი კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში მოდის. ხოლო სუპერსაადრეო ბლის წარმოებით გამორჩეულია იმერეთი, სამტრედიისა და ვანის რაიონები. ბალი ორგანიზმს ეხმარება გაზაფხულის ავიტამინოზის დაძლევაში. ბლის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა ანთებით პროცესების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.




მარწყვი


ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ის მრავალწლოვანი ბალახია. მარწყვს ამრავლებელ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში - თესლით. საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი ხარობს ტყის პირას, მდელოებსა და ველებზე, დარჩდილულ და ტენიან ადგილებზე. მწვანე მარწყვი შედარებით მშრალ და ქვიან ტერიტორიებზე გვხვდება. მუშკის მარწყვი კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება. საქართველოში მისი წლიური წარმოება არ აღემატება 800-1200 ტონას. იგი მოჰყავთ როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. მისი გემრიელი და არომატული ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, E და B ჯგუფის ვიტამინებს და რკინას.





ტყემალი


ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა, ხე ან ხისმაგვარი ბუჩქი. მისი სამშობლო ამიერკავკასიაა. საქართველოში უძველესი დროიდან ზღვის დონიდან 1600-1800მ-მდე თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ქართულ სამზარეულოში ტყემალს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მისგან ერთ-ერთი საუკეთესო საწებელი კეთდება. ამჟამად საქართველოში არსებული ჯიშებია: გაზაფხულის მერცხალი, წითელი დროშა, გულდედავა, ქუთაისი, რიონი ხვავიანი და სხვა. ტყემალს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მაგალითად ის ბუნებრივი ანტიოქსოდანტია. ის შეიცავს, C, B, A ვიტამენებს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმსა და ფოსფორს.



მუშმალა


ცნობილი, როგორც იაპონური ზღმარტლი, მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. მისი ნაყოფი ქიმიური შემადგენლობით უახლოვნება ვაშლს და მეტნაკლებად ემსგავსება კომშსა და მსხალს. როგორც ნაყოფის მომცემი მცენარე ის გვხვდება შავი ზღვის სანაპიროს თბილ ზოლში სხვა ციტრუსებთან ერთად. ხოლო როგორც დეკორატიული მცენარე იგი მრავლადაა დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში და ზოგან აღმოსავლეთ საქართველოშიც კი. მუშმალა საოცარი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მის შემადგენლობაში შედის C, PP, P, A ვიტამინები, ხილის მჟავები, ფიტონციდები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. მიდიცინა მას საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად, გასამყარებლად და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებს. რადგანაც მუშმალას ფიტონციდების მაღალი შემცველობა აქვს, ის აქტიურად გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობად. ასევე ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს ნაყოფის ფოთლებს. მათ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები კურნავს ასთმას, ბრონქიტს, დიარეას და სასუნთქი გზების ანთებებს.


მომდევნო ბლოგი