რაოდენობა ( 1.5 კგ ):
დისველი
ქვემო ქართლი, ბოლნისი
ბოლნისის ქალთა კოოპერატივი “დისველი” იმერულ ყველის დასამზადებლად არაპასტერიზებული რძეს იყენებს. თავდაპირველად ხდება ადგილობრივი ფერმერებისგან რძის მიღება და შემდეგ მისგან ყველის ამოყვანა. პოცედურა არის სტანდარული და მას ქალბატონები ყველა წესის დაცვით ასრულებენ. პროდუქტი არის ნატურალური, ყოველგვარი ზედმეტი მინარევების გარეშე.
იმერული ყველი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას, ამინომჟავებს, კალციუმს - აგრეთვე A, D, E და B ჯგუფის ვიტამინებს. ის სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოხუცებისთვისა და მოზარდებისთვის. იმერული ყველის გარეშე წარმოუდგენელია მჭადი, შოთი, ხაჭაპური, კიტრი-პომიდვრის სალათი და კიდევ უამრავი ქართული კერძი.
100 გრამი იმერული ყველი შეიცავს 240 კკალ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
პროდუქტის წონა შეადგენს 1,5-კგ.
წონის ცდომილება შეიძლება იყოს დაახლოებით +/- 100 ან 200 გ.
მითითებული ფასი აღნიშნავს მთლიანი წონის ღირებულებას.