სოკოს ჯადოსნური 4 თვისება
სოკოს ჯადოსნური 4 თვისება
22.07.2022

სოკო გემრიელი, მომხიბლავი, უნიკალური, საშიში და ზოგისთვის უბრალოდ უცნაურია ცოცხალი ორგანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ დამოკიდებულებები ჯერ კიდევ ორად იყოფა ფაქტია ვერ უარვყოფთ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს სამყაროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი არსებობა ეკოსისტემის ჯაჭვისთვის და რაც მთავარია კვებითი ღირებულება შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის. უფრო მეტიც, ისინი ანიჭებენ ახალ გემოებს ჩვენს კერძებს და გვთავაზობენ უამრავ სამკურნალო თუ კვებით სარგებელს თვისებებს. აღსანიშნი ფაქტია, რომ სხვადასხვა ჯიშის სოკოს სხვადასხვა ფუნქცია და დანიშნულება შეიძლება მოეძებნოს, რომელსაც ადამიანი სასიკეთოდ გამოიყენებს.

მსოფლიოში 14 000 -ზე მეტი ჯიშის სოკოა გავრცელებული, აქედან კი საკვებად მხოლოდ 2200-მდე გამოდგება. როგორც წესი ისინი სხვადასხვა დამახასიათებელი და სპეციფიკური ნიშან-თვისებებით ხასიათდება, მაგრამ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი, სასარგებლო დამატებითი ღირებულება, რომელიც თითქმის ყველა საჭმელად ვარგისი სოკოსთვის საერთო.

1. სოკო დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.


სოკო შეიცავს ორი ანტიოქსიდანტის, ერგოთიონეინისა და გლუტათიონის ძალიან მაღალ კონცენტრაციას, 2017 წლის პენის შტატის კვლევის მიხედვით. როდესაც ეს ანტიოქსიდანტები ერთად არიან, ისინი იცავენ სხეულს ფიზიოლოგიური სტრესისგან, რომელიც იწვევს დაბერების თვალსაჩინო ნიშნებს, რაც შეიძლება განსაკუთრებით მკვეთრად გამოიხატოს კანის საფარის დაზიანებაში, გამოშრობაში, თმის ფერის გაუფერულებაში და ა.შ.


2. სოკოს შეუძლია დაიცვას თქვენი ტვინის ფუნქციებისები


გრძელვადიანმა კვლევამ ესპანეთში, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის დეკემბერში, აჩვენა, რომ პოლიფენოლებით მდიდარი გარკვეული საკვები (რომელსაც შეიცავს სოკოები, ასევე ყავა, კაკაო და ღვინო) შესაძლოა დაიცვას და დადებით გავლენა იქონიოს ადამიანის კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითების ტემპზე. ესპანელმა მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ანტიოქსიდანტები ერგოთიონეინი და გლუტათიონი ეხმარება პარკინსონისა და ალცჰაიმერის პრევენციას, რომლით დაავადების ალბათობა საკმაოდ გახშირებული და მაღალია. ასევე ისინი გვირჩევენ დღეში მინიმუმ 50-100 გრამი სოკოს ჭამას, რათა მომავალში შემცირდეს და თავიდან იქნას აცილებული ნევროლოგიური დაავადების რისკი. მომზადების პროცესში უკეთესია მოხარშოთ ან გრილზე მოამზადოთ სოკო, რათა უმეტესად შენარჩუნდეს მათი კვებითი ღირებულება.



3. სოკოს შეუძლია განწყობის ამაღლება.


პენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს დამატებითი გამოკვლევები 2021 წელს და დაადგინეს, რომ თითქმის 25000 ადამიანის ნიმუშში, მათ, ვინც რეგულარულად ჭამდა სოკოს, დეპრესიის რისკი უფრო დაბალი იყო. კიდევ ერთხელ, ეს შეიძლება იყოს ერგოთიონეინის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ოქსიდაციური სტრესის რისკი, რაც თავის მხრივ ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ისინი რეკომენდაციას უწევენ სოკოს ჭამას, რომელიც შეიცავს კალიუმს, რაც ხელს შეუწყობს შფოთვის შემცირებას. კალმახა ხის სოკო და ქამა სოკო კი კალიუმის მარაგის შესანიშნავი წყაროა.


4. სოკო ადამიანის ორგანიზმისთვის ენერგიის შესანიშნავი წყაროა


სოკო მდიდარია არაერთი სახის B ვიტამინებით: რიბოფლავინი [B2], ფოლიუმის მჟავა [B9], თიამინი [B1], პანტოტენის მჟავა [B5] და ნიაცინი [B3], ეს ყოველივე როგორც წესი ყველა ტიპის სოკოში კონცენტრირდება მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით B ვიტამინებს ქამა სოკო შეიცავს. ისინი ეხმარება სხეულს გამოიყენოს ენერგია ჩვენს მიერ მოხმარებული საკვებიდან, მაქსიმალურად და გამოიმუშაოს სისხლის წითელი უჯრედები, რომლებიც ატარებენ ჟანგბადს მთელ სხეულში. ჟანგბადის მოჭარბება სხეულში კი ენერგიით გამდიდრებასთან პირდაპირ კავშირშია.


სოკოზე საუბრის დროს განსაკუთრებით სასიამოვნო ფაქტად გვხვდება ის მოცემულობა, რომ როგორც ასეთი, მას არ ახასიათებს რაიმე კონკრეტული მკვეთრად გამოკვეთილი უკუჩვენება და ალერგიული ფონის (რა თქმა უნდა, საუბარია საკვებად ვარგის სოკოს სახეობის მირთმევაზე). შესაძლებელია სოკოს შეწვა, მოხარშვა, გრილზე ან ბარბექიუზე მომზადება, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს სოკოს სხვადასხვა ვარიაციით მომზადება.

მომდევნო ბლოგი