რატომ არის სოფლის რძე შეუცვლელი პროდუქტი ჩვენი ორგანიზმისთვის
რატომ არის სოფლის რძე შეუცვლელი პროდუქტი ჩვენი ორგანიზმისთვის
16.05.2022
ჩვენთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი ფაქტია ის, რომ რძე უამრავ ისეთ ჯანსაღ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. მას უმეტესად ძროხისგან ვიღებთ, მაგრამ ასევე სასარგებლოა ცხვრისგან, თხისგან, კამეჩისგან და ზოგიერთ ქვეყანაში აქლემისგან მიღებული რძეც კი. რძე და რძის პროდუქტი აუცილებელიც კია ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

რძე შეიცავს სამ უნიკალურ ნივთიერებას

1. კალიუმს
კალიუმი მინერალია, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და განაპირობებს გული სიჯანსაღეს.

2. კალციუმს
კალციუმის მიღება აუცილებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რადგანაც შევინარჩუნოთ ძვლების სიძლიერე.

3. A ვიტამინს
A ვიტამინი განაპირობებს თვალის ჯანმრთელობას, მისი მიღება დროთა განმავლობაში ამცირებს ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დაქვეითების რისკს. A ვიტამინს ასევე შეუძლია გააძლიეროს გულის, თირკმლისა დაა ფილტვების მუშაობა.

გარდა ამისა, რძეს სხვა ბენეფიტებიც აქვს:

1. აჯანსაღებს კბილებს
2. სითხით კვებავს თმას
3. კანს ხდის ნათელსა და სუფთას
4. აძლიერებს იმუნიტეტს
5. ამცირებს დიაბეტით დაავადების ალბათობას
6. ამცირებს გულძმარვას
7. ებრძვის დეპრესიასა და სტრესს

სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში უმეტესად ქარხნული წესით დამზადებულ რძეს ვხვდებით, მაგრამ ბაზარზე ასევე მრავლადაა სოფლის რძე. თუ მათ თვისებებს შევადარებთ მარტივად დავადგენთ, რომ სოფლის რძე ქარხნულზე ბევრად უკეთესია.

სოფლის რძე შეიცავს 20 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამინომჟავას
კალციუმს, რომელიც აძლიერებს კბილებსა და ძვლებს,
ფოსფორს, რომელიც ორგანიზმში აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს
ბაქტერიას, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ნაწლავებს სიჯანსაღეს უნარჩუნებს. როგორც იცით, ჯანსაღი ნაწლავები კი ჯანსაღ სხეულს ნიშნავს.
• სპორტსმენებში გამოიყენება როგორც კუნთის აღმდგენი.



ქარხნული წესით დამზადებულ და სოფლის რძეს შორის დიდი განსხვავებაა. მაგალითად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი დამზადების წესი. ქარხნული რძე ნატურალური რძის თერმული დამუშავებისა და ცხიმის ნორმალიზაციის შედეგად მიიღება. სოფლის რძე კი პირდაპირ, ყველანაირი დამუშავების გარეშე იყიდება. ზოგადად რაც უფრო მეტადაა დამუშავებული რძე, მით უფრო დაკარგულია მისი ნატურალური თვისებები.

The Journal of Alergy and Clinical Immunology-ს კვლევის თანახმად, რომელიც განხორციელდა 8000 ევროპელ ბავშვზე დაკვირვებით, სოფლის რძის ზომიერად მიღება პირდაპირ გულისხმობს ასთმისა და ალერგიის გაჩენის რისკის შემცირებას. ხოლო აშშ-ს 3000 მოზარდს შორის ჩატარებულ Raw Milk Consumption and Other Early-life Farm Exposures and Adult Pulmonary Function in the Agricultural Lung Health Study-ზე დაყრდნობით, მონაწილეებს, რომლებიც ბავშვობიდან სოფლის რძეს იღებდნენ, აღენიშნებოდათ ბევრად ჯანსაღი და მოწესრიგებული სასუნთქი სისტემა.



მომდევნო ბლოგი