ნატურალური თაფლის 5 ჯადოსნური თვისება
ნატურალური თაფლის 5 ჯადოსნური თვისება
09.06.2022

როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯანსაღი საკვები, თაფლი იდეალური ქმნილებაა. თაფლი საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ გამოყენებადი ტკბილეულია უამრავი დადებითი თვისებით. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახლის პირობებში მკურნალობისას და ასევე, ალტერნატიული წამლების დამზადების პროცესში. თაფლის არომატი, ფერი და გემო დამოკიდებულია, თუ რომელი სახეობის ყვავილითაა ის დამზადებული. ამ მრავალფეროვანი პროდუქტის დაგემოვნება კი მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი. თაფლის ბენეფიტები და უპირატესობები ოდითგანვე აღიარებული და დაფასებულია. ბლოგში ჩვენ გესაუბრებით ჯანსაღი თაფლის 5 უნიკალურ თვისებაზე, რომელიც შეიძლება არც კი იცოდეთ.


თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით


ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მაღალი ხარისხის თაფლი, რომელიც არის მინიმალურად დამუშავებული, დაუმუშავებელი და ახალი, შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან ბიოაქტიურ მცენარეულ ნაერთს და ანტიოქსიდანტებს. მუქი ფერის თაფლი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს გვთავაზობს, ვიდრე ღია. თაფლი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს როგორებიცაა:


  • გლუკოზის ოქსიდაზა
  • ასკორბინის მჟავა, რომელიც წარმოადგენს C ვიტამინის ერთგვარ ფორმას
  • ფენოლური მჟავები
  • ფლავონოიდები


ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმში რეაქტიული ჟანგბადის ფორმების (ROS) განეიტრალებას, რომლებიც შეიძლება. დაგროვდეს უჯრედებში და გამოიწვიოს დაზიანება. ამ დაზიანებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთ პრობლემების წარმოშობას, როგორიცაა ნაადრევი დაბერება, დიაბეტი ტიპი 2 და გულის დაავადებები.



ეხმარება ჭრილობებსა და დამწვრობას მოშუშებაში

ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს ინფექციების თავიდან აცილებას და შეხორცებას. კანზე გამოყენებისას თაფლი შეიძლება იყოს დამწვრობის, ჭრილობების და კანის მრავალი სხვა დაავადების ეფექტური მკურნალობის გეგმის ნაწილი. ის განსაკუთრებით ეფექტურია დიაბეტით გამოწვეული ფეხის წყლულების დროს. 2012 წელს სამედიცინო პირების მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ თაფლის აქტიურმა გამოყენებამ ხელი შეუწყო ჭრილობების შეხორცებას ახალი ტრავმული დაზიანებების მქონე ადამიანებში. ჭრილობას ადებდნენ თაფლით გაჟღენთილი მარლას, რომელსაც ცვლიდნენ ყოველ დილასა და საღამოს 15 დღის განმავლობაში. 15 დღის შემდეგ მონაწილეთა 80%-ს აღენიშნებოდა მგრძნობელობისა და ტკივილის შემცირება, რასაც მკვლევრები თაფლის ანთების საწინააღმდეგო თვისებებს მიაწერენ. საერთო ჯამში, კვლევამ დაასკვნა, რომ თაფლი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.



ამცირებს ხველებას

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თაფლი შეიძლება იყოს ბუნებრივი და უსაფრთხო ხველის დამთრგუნველი საშუალება. 2020 წელს BMJ Evidence Based Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ თაფლი ზედა სასუნთქი არხების ინფექციის სიმპტომების სამკურნალოდ კარგი საშუალებაა. ხველება ხშირი პრობლემაა ზედა სასუნთქი გზების ინფექციების მქონე ბავშვებისთვის. ამ ინფექციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ძილსა და ცხოვრების ხარისხზე როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ერთ-ერთ მიმოხილვაზე დაყრდნობით ვადგენთ, რომ თაფლმა შეიძლება ასევე გააუმჯობესოს ძილის ხარისხი ხველების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებში. თუმცა, თაფლი არ უნდა მიეცეს ერთ წლამდე ბავშვებს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბოტულიზმი, ფატალური დაავადება.



ამცირებს ქოლესტერინს

თაფლი მუდმივი გამარჯვებულია, როცა თაფლსა და ქოლესტერინს შორის ბრძოლაა. მასში შემავალი გარკვეული მინერალები, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ებრძვის ქოლესტერინს. პროდუქტს აქვს ნულოვანი ქოლესტერინის შემცველობა და ყოველდღიური მოხმარება ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვან მართვას. თაფლს შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე, განსაკუთრებით LDL დონე, რომელიც არის ქოლესტერინის "ცუდი" სახეობა. მისმა მაღალმა შემცველობამ შეიძლება მრავალი სახის დაავადება გამოიწვიოს.


აუმჯობესებს მახსოვრობას

თაფლის ჯადოსნური თვისებები ასევე მოიცავს მეხსიერების და კონცენტრაციის ამაღლებას. ის არა მხოლოდ აძლიერებს ტვინის შესაძლებლობებსა და მეხსიერებას, არამედ სრულიად ჯანმრთელ ადამიანად გაქცევთ. თაფლის მოხმარება ხელს უშლის მეტაბოლურ სტრესს და ხელს უწყობს ტვინის დამშვიდებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მეხსიერების გაძლიერებას უწყობს ხელს. თაფლში შემავალი ბუნებრივი ანტიოქსიდანტები და თერაპიული თვისებები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და უკან ხევს ისეთ უჯრედებს, რომლებიც მეხსიერების დაქვეითებას იწვევენ.


მიირთვით თაფლი და დააკვირდით სასიკეთო ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში!


გალერია
მომდევნო ბლოგი