ფერმერობა - მეტი, ვიდრე ჯანსაღი და ორგანული პროდუქტის წარმოება.
ფერმერობა - მეტი, ვიდრე ჯანსაღი და ორგანული პროდუქტის წარმოება.
04.04.2022


პანდემიის პერიოდში ჩატარდა არაერთი კვლევა მენტალური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის 2022 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკების მიხედვით დეპრესია და შფოთვები 25%-ით გაიზარდა ვირუსით გამოწვეული მასიური კარანტინის დროს. ეს ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის აღმოჩნდა ბიძგი, რომ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალათ. ზოგიერთმა მათგანმა სოფლის მეურნეობას იმ მოტივით მიჰყო ხელი, რომ ეს მათთვის გახდებოდა როგორც ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა, ისე ჯანსაღი პროდუქტის მუდმივი წყარო.

შეუძლია თუ არა ბუნებას ჩვენი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება? პასუხი არის - დიახ!


კვლევებმა დაადასტურა რომ, სამეურნეო აქტივობებს შეუძლიათ დოფამინის დოზის გაზრდა, რომელიც იწვევს ბედნიერებას და ამცირებს არასასურველ ემოციებსა და სტრესს. ამ ჰორმონის დონეს ორგანიზმში ასევე ზრდის ორგანული და ჯანსაღი საკვები. მაგალითად, როგორიც არის ვაშლი და მწვანეფოთლებიანი ბოსტნეული. მართალია, ბუნებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ თუმცა, ფერმერი პირდაპირაა ჩართული ამ სასიცოცხლო ციკლში. ბოლო პერიოდში ფერმერობის, როგორც ჰობის პოპულარობამ საკმაოდ იმატა, ამ მოვლენის კვლევის პროცესში კი ძალიან ბევრ მოულოდნელ უპირატესობებს ვაწყდებით. ფერმერობის თანმდევი უპირატესობებია:


  • გაუმჯობესებული მენტალური ჯანმრთელობა,
  • საუკეთესო გზა ფიზიკურად მუდამ აქტიურად ყოფნისთვის
  • ჯანსაღი საკვების საიმედო წყარო.


ფერმერობის, როგორც ჰობის დაწყება შეიძლება უბრალოდ ბოსტნეულის წარმოებით. ეს არის მშვენიერი გზა თავიდან აირიდო დამატებითი ხარჯები და არასანდო მომწოდებლისგან შეძენილი ქიმიკატებით გაჯერებული პროდუქტის მიღება. ავსტრალიის ედით ქოუვანის უნივერსიტეტის 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი რაციონი პირდაპირ დაკავშირებულია ნაკლებ სტრესთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მინიმუმ 470 გრამ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ ყოველდღიურად, 10% ნაკლებად განიცდიან სტრესს ვიდრე ისინი, ვისაც ნაკლები ხილი და ბოსტნეული აქვთ დღის რაციონში.

ტექნოლოგიური ევოლუციის 21-ე საუკუნეში მოწინავე ქვეყნების საზოგადოება სულ უფრო მეტად ცდილობს აღიდგინოს კავშირი ბუნებასთან და ორგანულ საკვებთან. როგორც ბოლო წლების კვლევები გვიჩვენებს, ფერმერობა არა მხოლოდ ბიზნეს საქმიანობა, არამედ საკუთარი და საზოგადოების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არის.
გალერია
მომდევნო ბლოგი