ბიო მეურნეობის 5 მთავარი უპირატესობა
ბიო მეურნეობის 5 მთავარი უპირატესობა
15.04.2022
ბიო მეურნეობა და ზოგადი იდეა ამ თემის ირგვლივ, წარმოიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწრაფად ცვალებად ფერმერული მეურნეობებისა და პრაქტიკის ფონზე. ბიო მეურნეობა არის კულტივირების ერთგვარი ტექნიკა, რომელიც მკვეთრად ზღუდავს და არ ემხრობა ქიმიკატების გამოყენებას, რაც თავისთავად იწვევს უკეთესი ხარისხის საკვები პროდუქტების მიღებას, გაზრდილი კვებითი და გემოვნური ღირებულებებით. აღნიშნული სფერო იმაზე მეტად განვითარდა, რომ დღეს სერტიფიცირებული ორგანული სოფლის მეურნეობა გლობალურად 70 მილიონ ჰექტარს შეადგენს, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აქედან ნახევარზე მეტი ავსტრალიაშია.


მიუხედავად იმისა, რომ ბიო სოფლის მეურნეობა დიდ ძალისხმევასა და რესურს მოითხოვს, მსოფლიოს მასშტაბით ამ მეთოდით წარმოების გაძლიერების ტენდენცია შეინიშნება. ბიო მეურნეობები ორმხრივად მომგებიანია, როგორც მწარმოებლისთვის ასევე მომხმარებლისთვის. მხოლოდ ევროსტატის სტატისტიკის (ESE) მიხედვით ბიო პროდუქტებზე მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით ევროპის კავშირის ქვეყნებში 2021 წელს 14.6%-ით არის გაზრდილი, მზარდი ტენდენცია კი იძლევა რეალურ პერსპექტივას, რომ მოთხოვნა 2025 წლისთვის 25%-ს მიაღწევს. სწორედ ამიტომ ბაზარზე ამ სფეროში კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ბიო მეურნეობა თავის თავში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან უკვე ყოველდღიურ ღირებულებებს როგორებიცაა:


• ჯანმრთელობა

• ეკოლოგია

• სამართლიანობა

• ზრუნვა და კეთილდღეობა


1. ბიომეურნეობა იბრძვის გლობალური დათბობის წინააღმდეგ.
ორგანულ სოფლის მეურნეობას შეუძლია დაეხმაროს კლიმატის ცვლილების დაძლევაში სათბურის გაზების ემისიების შემცირებით. არსებობს პირდაპირი კავშირი აზოტის ოქსიდის გამოყოფასა და სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეტანილი აზოტის სასუქის რაოდენობას შორის. იმის გამო, რომ ორგანული მეურნეობა არ იძლევა სინთეზური აზოტიანი სასუქების გამოყენების საშუალებას, აორთქლებისა და გამონაბოლქვის სიმცირის შედეგად, ორგანულ მეურნეობებში აზოტის დონე უფრო დაბალია ჰექტარზე, ვიდრე ჩვეულებრივ ფერმებში. ასევე ცხადია, რომ ბიომეურნეობა იცავს გარემოს ტოქსიკური ქიმიკატების წარმოშობისგან, რომლიდანაც არსებობს ატმოსფეროს დაბინძურების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.

2. ბიომეურნეობა ქმნის მეტ სამუშაო ადგილს.
მაშინაც კი, როდესაც ორგანული ბოსტნეულის წარმოებაში მოსავლიანობა დაბალია, სასუქის შეყვანის არარსებობა ანაზღაურებს ენერგიის ხარჯებს, ამიტომ იგივე მოსავლისთვის გამოყენებული ენერგია მაინც დაბალია ან მსგავსია ჩვეულებრივი მეურნეობისა. ამიტომაც ორგანული მეურნეობის სისტემებში ხშირად საჭიროა მეტი ადამიანის შრომა, შესაბამისად მეტი მუშახელი. ეს მოცემულობა დადებით კონტექსტში განიხილება, რადგან თავად საჭიროებიდან გამომდინარე მსგავსი ტიპის მეურნეობა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან პირველწყაროს.

3. ბიო პროდუქტი არის ჯანსაღი და არ არის გენმოდიფიცირებული.
ბიო მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო სისტემა თავისი არსით გულისხმობს ბიოლოგიურად სუფთა ორგანული დანამატების გამოყენებას. ბიო მეურნეობის კულტურაში იყენებენ ორგანული წარმოშობის სასუქებს, როგორიცაა კომპოსტი, ნაკელი, მწვანე სასუქი და ძვლის ფქვილი და აქცენტს აკეთებს ისეთ ტექნიკაზე, როგორიცაა მოსავლის როტაცია. ეს ყოველივე კი ცალსახად განაპირობებს პროდუქტის სიჯანსაღეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიო პროდუქტები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებში ერევათ, თუმცა ეს ზემოთ თქმული მიმდინარეობა ერთმანეთს სრულიად საპირისპირო მიმართულება.

4. ბიო საკვები გამოირჩევა უკეთესი გემოვნური თვისებებით და კვებითი ღირებულებით.
ცხადია ქიმიური დანამატებისა და შხამ ქიმიკატების გარეშე, საკმაოდ რთულდება მოსავლის მოყვანა, თუმცა ბიო მეურნეობის მთავარ საყრდენს წარმოადგენს ბიოლოგიურად ნიადაგის განოყიერება სხვადასხვა მეთოდი. სუფთა და ტრადიციული მეთოდები ( და არამხოლოდ ) არის ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს ბიო საკვების გემოსა და სარგებლიანობას. არაფერი ქმნის იმაზე სასარგებლო პროდუქტს ვიდრე დედამიწა და დედა ბუნება ჯანსაღი და სწორი ხელშეწყობის შემთხვევაში ხომ საერთოდა.

5. ბიომეურნეობა ხელს უწყობს წყლისა და ნიადაგის რესურსის დაზოგვასა და სიჯანსაღეს.
ბიო მეურნეობის საყრდენი იდეა, რაც ქიმიური დანამატების არ გამოყენებაა და მათი ჩანაცვლება ბუნებრივი ბიო სასუქებით მცენარისა და პროდუქტის სიჯანსაღესთან ერთად განაპირობებს ნიადაგისა და წყლის სიჯანსაღეს. ნიტრატების, პესტიციდებისა და შხამქიმიკატების გამოყენებისას ყოველთვის ხდება ჟონვა, რაც იწვევს ნიადაგისა და მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის არხების დაბინძურებას. მთავარი პრობლემა აქ ისა, რომ ნიადაგისა და წყლის დაბინძურება სერიოზული საკითხია, რომლის მოწესრიგებასაც წლობით ყურადღება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ბიო მეურნეობა კი ნიადაგს ანოყიერებს და აჯანსაღებს.
გალერია
მომდევნო ბლოგი