5 საინტერესო ფაქტი სოფლის ხორცის შესახებ
5 საინტერესო ფაქტი სოფლის ხორცის შესახებ
08.04.2022


ხორცისა და ადამიანის ურთიერთობა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იღებს სათავეს, როდესაც ადამიანები ნადირობდნენ საჭმელზე და ეს პროცესი უბრალოდ მათი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ადამიანთა მხრიდან ხორცის მიმართ არსებული დამოკიდებულება მეტწილად იგივე დარჩა.

ხორცისა და ხორცპროდუქტების გარშემო ბოლო რამდენიმე ათწლეული მიდი აქტიური დებატი იმის შესახებ, თუ რამდენად შეუცვლელი ან საერთოდ სასარგებლოა ის. როგორც ირკვევა გადაჭარბებული ხორცისა და ხორცპროდუქტების მიღება ნამდვილად მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა დაბალანსებული სწორი კვების პირობებში ხორცი შეუცვლელი პროდუქტია ადამიანისთვის, ვინაიდან ახალი ხორცი ითვლება მაღალი ხარისხის ცილის ღირებულ წყაროდ.

და მაინც რატომ არის ხორცი ასეთი სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის?


· ხორცი შეიცავს იოდს, რომელიც ეხმარება თქვენს ორგანიზმს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამომუშავებაში,

· რკინა თქვენი სხეულის გარშემო ჟანგბადის გადასატანად,

· თუთია თქვენი იმუნური სისტემის ძლიერი, კანის ჯანსაღი და ზრდის, განვითარებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად,

· ვიტამინი B12 თქვენი ნერვული სისტემისთვის,

· ომეგა 3 ხელს უწყობს გულის და ტვინის ჯანმრთელობას და ა.შ.


მთავარი საკვანძო გარემოება, რაც წვეტს ხორცის, სასარგებლოობის თუ მავნებლობის თემას არის ხორცის წარმომავლობა. ცხოველის კვებისა და გაზრდის ადგილი ფაქტობრივად გადამწყვეტი ფაქტორია, რომლის მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს ნაწარმის კვებითი ღირებულება, სწორედ ესა მთავარი ფაქტორი რაც დღითიდღე ზრდის მოთხოვნას სოფლის ხორცზე და არამარტო.

სოფელში, ცხოველი/ფრინველი როდესაც არაა გამოკეტილი გალიაში, ან კონკრეტულ სადგომში დადის მიწაზე, იკვებება ფაქტობრივად ბუნებრივი საკვებით: მცენარეებით, მცენარის ბოლქვებით, ფესვებით, ფრინველის შემთხვევაში დამატებით მწერებით, რაც ცხადია მეტად უწყობს ხელს იმას, რომ მათგან მიღებული ხორცი მეტად სასარგებლო და ბუნებრივად გამდიდრებული იყოს.

ფაქტი 1: ბალახით ნაკვები საქონლის ხორცი უფრო მჭლეა, ვიდრე მარცვლეულით ნაკვები.
საქონლისთვის ბუნებრივი საკვების წყარო ბალახია, მაგრამ მათი უმეტესობა თანამედროვე მასიური წარმოების ფერმებში მარცვლეულით იკვებება. ცხადია ეს ცვლის ძროხისგან მიღებულ პროდუქტს, რომელსაც თქვენ მიირთმევთ. ბალახით ნაკვები საქონლის ხორცი უფრო მჭლეა, უფრო ჯანსაღი ცხიმის პროფილით, ვიდრე მარცვლეულით ნაკვები. დღეს სულ უფრო და უფრო მცირეა, ისეთი ფერმების რაოდენობა სადაც პირუტყვს ბალახით კვებავენ, მაგრამ ბალახით ნაკვები პირუტყვიდან მიღებული პროდუქტის ფასი უფრო მაღალია. სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარი უპირატესობად კი შეიძლება მაქსიმალურად ბუნებრივი პირობების შექმნა ჩაითვალოს.

ფაქტი 2: ხორცის მიღების რაოდენობა მოქმედებს ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ადამიანები, რომლებიც ხშირად იკვებებიან ხორცით, როგორც წესი იმაზე მეტად აგრესიულები და მებრძოლი ხასიათით გამოირჩევიან ვიდრე ჩვეულებრივ. ამ თეორიას ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის, ინგლისის სამეფოში მოღვაწე მეცნიერი და ფილოსოფოსი როჯერ ბეკონი ავითარებდა. მისი ახსნით ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით ე.წ. წითელ ხორცს იღებს უფრო მეტად უხეში, დომინანტი და მებრძოლი ხასიათისაა. ამ თეორია დღესაც ბევრი მკვლევარი მიჰყვება და ბეკონის აზრს აქტიურად იზიარებენ.

ფაქტი 3: სოფლის ნატურალური ხორცი არის სრული, მაღალი ხარისხის ცილა.
ხორცი, როგორც ასეთი შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის. ამინომჟავები გამოიყენება კუნთების ასაშენებლად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ნორმალური მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად. ადამიანებს არ შეუძლიათ ბუნებრივად გამოიმუშაონ ყველა საჭირო ამინომჟავა, რაც ხორცის მოხმარებას ერთგვარად საჭიროს ხდის.

ფაქტი 4: ხორცი არის B12 ვიტამინის ბუნებრივი წყარო.
ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის და ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ნორმალური მეტაბოლიზმის და ენერგიის მაღალი დონის შენარჩუნებაში. ვეგანური დიეტის მიმდევრებმა, რომლებიც არ შეიცავს ცხოველურ საკვებს, უნდა დაამატოთ ვიტამინი B12 დანამატების, გამაგრებული საკვების ან ზღვის მცენარეების ან კვების საფუვრის გარკვეული სახეობების საშუალებით.

ფაქტი 5: ხორცის მოხმარება დაგეხმარებათ წონის მართვაში და დაკლებაშიც კი.
ხორცის მოხმარება გვეხმარება უფრო დიდხანს ვიგრძნოთ თავი დანაყრებულად, შიმშილის შეკავება და საკვებისადმი ლტოლვის დაკმაყოფილება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ცხოველური ცილა უფრო მეტ დადებით გავლენას ახდენს წონის დაკლებაზე, ვიდრე მცენარეული ცილა.
გალერია
მომდევნო ბლოგი