სოფლის ქათამი უკეთესია
სოფლის ქათამი უკეთესია
28.04.2022
მთელ მსოფლიოში ფრინველის ხორცის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1999 წელს ქათმების გლობალურმა წარმოებამ 40 მილიარდს მიაღწია, ხოლო 2021 წლისთვის ეს ციფრი 4-ჯერ გაიზარდა. კვების ტექნოლოგებმა: გორდანა კრალიკმა, ზლატა კრალიკმა, მანუელა გრჩევიჩმა და დანიკა ჰანჟეკმა ქათმის ხორცის სარგებლობასა და კვებით ღირებულებების შესახებ 300 გვერდიანი წიგნი გამოსცეს, სადაც დეტალურად საუბრობენ ყველა იმ უპირატესობებზე, რომელიც ქათმის ხორცს ყველა სხვა დანარჩენი ხორცისგან გამოარჩევს.
თუ კვების ტექნოლოგებს დავეკითხებით ქათმის ხორცი მომხმარებლებისთვის უნივერსალური პროდუქტია, რადგან ის მდიდარია მინერალებით და გამოირჩევა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მომხმარებელთა ცხოვრების წესის ცვლილებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ხორცის ბაზარზე და გაჩნდა ორი მიმდინარეობის კვება:


· სწრაფი კვება (Fast Food)

· ჯანსაღი კვება

საკვირველია, მაგრამ ორივე საკვებ ჯგუფში ქათმის ხორცზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ფრთები და ბარკლები fast food-ის სარესტორნო ქსელებმა დაისაკუთრეს, გულმკერდი კი _ ჯანსაღი კვების მოყვარულებმა. ფრინველის ხორცზე ასეთმა მზარდმა მოთხოვნამ გავლენა მოახდინა მეცნიერებზეც: მეცნიერებმა დაისახეს მიზანი, რომ შექმნილიყო სწრაფად მზარდი გენოტიპების ქათმები, რომლებსაც აქვთ საკვების კარგი კონვერტაცია დაბალი სიკვდილიანობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწრაფად მზარდი ქათმების გამრავლებამ უარყოფითი მხარეებიც გამოავლინა ქათმის ხორცის ხარისხზე და კითხვისნიშანის ქვეშ დააყენა მისი ვარგისიანობის საკითხი.



არსებობს ქათმის სამი ტიპი:


· მეკვერცხული

· მეხორცულ

· კომბინირებული (მეხორცულ-მეკვერცხული)

თითოეული ტიპის ქათამს, თავის დამახასიათებელი გემოვნური თუ სტრუქტურული თვისებები აქვს. მაგ: მეხორცული ჯიში უფრო მეტ ცილასა და ცხიმს შეიცავს, ვიდრე კვერცხის მდებელი შესაბამისად უფრო გემრიელია. ხოლო რაც შეეხება თავად ქათამს, აქვს ორი სახის ხორცი "თეთრი" და "შავი", თეთრ ხორცში უფრო მეტი სრულფასოვანი ცილაა, ვიდრე შავში და შედარებით ნაკლებ ცხიმს შეიცავს.

თანამედროვე მეფრინველეობა ბაზირებულია ქათმის მხოლოდ 4-5 ჯიშზე:

· ლეგორნი

· პლიმუტროკი

· როდ-აილანდი

· ნიუ-ჰემპშირი

· კორნიში



სწორედ ამ ჯიშების მონაწილეობით გამოყვანილია მრავალი მეკვერცხული და მეხორცული ჯიში, მათ შორის ქართულიც. საქართველოშიც არსებობს ადგილობრივი სოფლის ქათმის პოპულაციური 2 ჯგუფი: მეხორცულ-მეკვერცხული. ამასთან ერთად, დროთა განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა ცალკეული ზონის ეკოლოგიური ტიპები: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქართული ქათამი.
ქათმის ხორცი ყველა სხვა ტიპის ხორცისგან განსხვავებით სწრაფი და მარტივი მოსამზადებელია. ქათმის ნეიტრალური გემო ადამიანს საშუალებას გარნირად ნებისმიერი სახის სალათა თუ ბურღული აარჩიოს. გამორჩეულად გემრიელია სოფლის, ნატურალურ ნედლეულზე გაზრდილი ქათმის ხორცი. მისი ფაქტურა, არომატი და ნახარში ადამიანებს საშუალებას აძლევს მოამზადონ დიეტური, სალათები, ძირითად კერძები და გემრიელი წვნიანები. სასიხარულოა ის ფაქტი რომ ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა ისეთი ონლაინ პლატფორმა, როგორიცაა ebazaar.ge . ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ ფერმერისგან შეიძინოთ ნატურალურ საკვებზე გაზრდილი, სოფლის ჯანსაღი ქათამი.


გალერია
მომდევნო ბლოგი