რატომ არის თევზი უალტერნატივო პროდუქტი?
რატომ არის თევზი უალტერნატივო პროდუქტი?
15.06.2022

სამყაროში ცოტაა ისეთი სასარგებლო პროდუქტი, როგორიც თევზეულია. ის საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი პროდუქტია და უბრალოდ მოყვარული კულინარის ხელითაც უგემრიელესი კერძების მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. გარდა გასაოცარი და მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებისა თევზის კვებითი ღირებულება ასევე საოცრად დიდი და საინტერესოა.


ცნობილი ფაქტია, რომ თევზი არის უცხიმო მაღალი ხარისხის ცილა, რომელიც სავსეა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და ისეთი ვიტამინებით როგორებიცაა, D და B2 ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის რეგულირებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა სახეობის თევზში კალციუმი და ფოსფორი თავადვე დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული. თევზეულის სხვადასხვა სახეობა ერთმანეთისგან განსხვავებული რაოდენობით შეიცავენ ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების შესანიშნავი წყაროა, როგორიცაა:


• რკინა

• თუთია

• იოდი

• მაგნიუმი

• კალიუმი




ამერიკის გულის ასოციაცია (American Heart Association) რეკომენდაციას უწევს თევზის ჭამას კვირაში ორჯერ მაინც, როგორც ჯანსაღი და სრულფასოვანი კვების ნაწილს. თევზპროდუქტები სავსეა ცილებით, ვიტამინებითა და ნუტრიენტებით, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის სტაბილიზაცია, გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შემცირება და ზოგადი იმუნური სისტემის გაძლიერება. არსებობს სრულიად გონივრული ეჭვი და ვარაუდი იმის შესახებ, რომ იაპონიაში გულის შეტევის შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, ევროპის ქვეყნებთან მიმართებით სწორედ, მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში თევზპროდუქტების მაღალი წილითაა განპირობებული.


თევზებში აღმოჩენილი ორი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა EPA (ეიკოზაპენტაენოინის მჟავა) და DHA (დოკოსაჰექსაენოინის მჟავა). ჩვენი სხეული არ გამოიმუშავებს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, მაგრამ მათი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ტვინის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის, სწორედ ამიტომ მათ მიღება უნდა მოხდეს საკვების სახით. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები გვხვდება ყველა სახეობის თევზში, მაგრამ განსაკუთრებით მისი მაღალი შემცველობით გამოირჩევა ზუთხი, მდინარის კალმახი, კობრი და ა.შ.


ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების სარგებლობა:


• მას შეუძლია დაარეგულიროს არანორმალური გულის რითმი, დაარეგულიროს არტერიული წნევის დონე და როგორც უკვე აღვნიშნეთ შეამციროს ინსულტის რისკი.

• ხელს უწყობს ტვინის სრულფასოვან ჯანსაღ ფუნქციონირებას

• აუმჯობესებს მხედველობისა

• დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე

• ებრძვის დეპრესიას




თევზმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ძილის ხარისხი


დღევანდელ სტრესულ და დატვირთულ გარემოში საკმაოდ გახშირებულია ცუდი და შფოთიანი ძილის ფორმები. მსოფლიოს მასშტაბით ძილის დარღვევა წარმოუდგენლად გავრცელებულ მოვლენად იქცა და მის მოგვარებაზე სპეციალურადა მიმართავენ კონკრეტულ სპეციალისტებს . თევზპროდუქტების მიღება ამ მოცემულობაზეც დადებითად აისახება, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ D ვიტამინის დეფიციტი სხვა ყველა გამომწვევ გარემოებასთან ერთად იყოს ჩართული ამ მოვლენაში.


ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა (Washington State Department of Health) ჩაატარა 6-თვიან კვლევა, სადაც 95 საშუალო ასაკის მამაკაცში, ორაგულის ჭამამ კვირაში 3-ჯერ გამოიწვია ძილისა და ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეული იყო D დაკარგული მარაგების აღდგენის პროცესით




თევზი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას


თქვენი ტვინის ფუნქცია ხშირად იკლებს ასაკთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი გონებრივი დაქვეითება ნორმალურია, ასევე არსებობს სერიოზული ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. მრავალი დაკვირვების კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მეტ თევზს ჭამენ, გონებრივი დაქვეითების უფრო ნელი ტემპები აქვთ. ასევე WSDH-ის (Washington State Department of Health) კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველ კვირას მიირთმევენ თევზს, აქვთ ე.წ. მეტი „ნაცრისფერი“ ნივთიერება - თქვენი ტვინის ძირითადი ფუნქციური ქსოვილი - თავის ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც არეგულირებენ ემოციებსა და მეხსიერებას. შესაბამისად თევზის კვებითი ღირებულება ამ თვალსაზრისით ფაქტობრივად შეუცვლელია.







გალერია
მომდევნო ბლოგი