ხომ გსმენიათ ასეთი გამოთქმა “ოჯახი მუჭუჭი” ეს სწორედ ტარიელ პაპაზეა ნათქვამი. 66 წლის ფერმერი გორში ცხოვრობს და ფერმერულ ცხოვრებას უკვე წლებია ეწევა. შავი და წითელი მოცხარი, სხვადასხვა სახის ხილი, ყურძენი, ბოსტნეული და კიდევ უამრავი ისეთი პროდუქტი მოდის გურგენიძეების ოჯახში, რომელიც მათ უყვართ და სჭირდებათ.
მიუხედავად სხვადასხვა ცხოვრებისეული წინაღობისა, ტარიელ პაპა არ დანებდა, პირიქით, არსებული სიტუაცია მის სასიკეთოდ გამოიყენა, დაფინანსებაც მიიღო და ისეთი დანადგარი შეიძინა, რომელიც თავისი სამომავლო წარმოებისთვის გამოადგებოდა. ტარიელ პაპა ამ ეტაპზე აიდარიდისა და კეხურას ჯიშის ვაშლებისგან ნატურალურ ძმარს ამზადებს. თავდაპირველად პაპა ვაშლს დანადგარის საშუალებით ჩეჩქვავს, და ყოველ 100 ლიტრ წყალზე უმატებს 7 კგ შაქარს. მიღებულ მასას 2 თვის განმავლობაში წურავს, აყოვნებს და შემდეგ შუშის ბოთლებში აბინავებს. როგორც თავად ფერმერმა გვითხრა, ვაშლის ძმარი მეტად უნიკალური და სასარგებლო რამაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს.