იაკობი 38 წლის ფერმერია. ის თბილისის მახლობლად, ბროწეულაში ცხოვრობს და თავის სახელდახელოდ აშენებულ ფერმას უვლის. ის 5 წელია რაც სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული. მას ჰყავს ისეთი ფრინველები როგორიცაა: ხოხობი, კაკაბი, ქათამი და მწყერი. იაკობი პროფესიით მანქანა დანადგარების ტექნიკოსია და საკუთარი პროფესიით მუშაობს, სამსახურის შემდეგ კი დროს ფერმაში ატარებს. მისი ამ საქმისადმი ინტერესი მაშინ დაიწყო, როდესაც მეგობარმა ძღვენად არც მეტი, არც ნაკლები, ხოხობი მიართვა. იაკობი ყურადღებიანი და ე.წ. “მოფიქრალი” კაცია. ბუნებრივია, ამ საჩუქარმა მასში უამრავი ახალი ინტერესი აღძრა. ფიქრებს, სურვილები მოჰყვა.. იაკობმა თავის ინტერესებზე უარი არ თქვა, ახალი მიწა იყიდა, სადაც თავიდან დეკორატიული ქათმები, შემდეგ კი კაკაბი და მწყერი მოამრავლა.
იაკობი დღეს უკვე შემდგარი ფერმერია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს. ის თავის ფრინველებს ბუნებრივი საკვებით კვებავს, არ აწვდის არანაირ ანტიბიოტიკებს და ფრინველებს მხოლოდ სოიოს კონცენტრატით, სიმინდითა და ქერით კვებავს.